იერუსალიმი - სამი რელიგიის ქალაქი, მუსულმანური, იუდაიზმი და ქრისტიანული. არის აგრეთვე აგრეთვე მიწისქვეშა იერუსალიმი. გოდების კედელი.
ბახაის ბაღი ხაიფაში (ბახაჯი). - აქ ცხოვრობდა ბახა-ულლა, ბახაის რელიგიის წინასწარმეტყველი და დამაარსებელი თავისი ბოლო 12 წლის სიცოცხლის განმავლობაში, და აქ იყო ის დამარხული. მთელი მსოფლიოს ბახაელებისთვის ეს ადგილი არის წმინდა.ბაღები გამომუშავებულია და შედგება ეკოლოგიურად სუფთა მცენარეებით. რაც შეეხება სარწყავ მცენარეებს, აქ ზოგიერთი ბალახოვანი მცენარე არის სეზონური. სარწყავი სისტემა გაკეთებულია ისე, რომ უზრუნველყოს ეფექტური მორწყვა. არაოფიციალური ბაღის ნაწილებისთვის შერჩეულია ყვავილები, ბუჩქები და ხეები, რომლებიც უძლებენ სიცხეს. ბახაის ბაღები ჰარმონიულად აერთიანებს აღმოსავლურ და დასავლურ ელემენტებს. ზოგიერთ ადგილებში თქვენ ნახავთ როგორც სპარსულ დეკორაციებსა და მცენარეებს აგრეთვე ევროპულს.
კეისარია - ამ ქალაქს ეს სახელი უწოდა იუდეველთა დიდებულმა მეფემ ჰეროდემ რომის იმპერატორის კესარია ოქტავიან ავგუსტას პატივსაცემად, რომელიც ძ.წ. 31 წელს რომის იმპერატორმა გადასცა იუდეველთა მეფე ჰეროდეს ეს დასახლება, რომელიც ჩ.წ 10 წელს მან მთლიანად ააშენა და გადააქცია უდიდეს საპორტო ქალაქად. ეს ქალაქი გახდა რომის პროკურატურის ადმინისტრაციულ ცენტრად იუდეაში, აგრეთვე იყო რომალეთა ლეგიონის ძირითადი ბაზა. პირველი საუკუნის განმავლობაში ჩ.წ.ა უმეტესი ნაწილი მაცხოვრებლებიდან იყვნენ სირიელი ბერძნები. აგრეთვე ცხოვრობდნენ ბევრი მდიდარი ებრაელები. აქედან დაჭერილ პავლე მოციქულს უშვებენ რომში. კესარია გახდა პალესტინის ძირითად პორტად რომელიც ხშირად გვხვდება ახალ აღთქმაში. იერუსალიმის დაცემისა და დანგრევის შემდეგ კეისარია გახდა პალესტინის დედაქალაქად და მისი ეპისკოპოსები ახდენდნენ დიდ გავლენას.
ბეთლემი - ივრითულად ბეით ლეხემ ( პურის სახლი). დაარსდა XVII - XVI საუკუნეში ძ.წ.ა ქანაანის მიწაზე. ქალაქი ნაციონალურ ადმინისტრაციულ პალესტინაში, იუდეისა და სამარიის ტერიტორიაზე, იუდეის ისტორიულ ოლქში, ბეთლემის პროვინციის დედაქალაქი. ქალაქი იმყოფება იერუსალიმიდან სამხრეთით 8 კილომეტრში, ფაქტიურად ესაზღვრება იერუსალიმს. ბეთლემი ქრისტიანებისთვის მეორე წმინდა ქალაქია იერუსალიმის შემდეგ, რადგანაც ახალი აღთქმის მიხედვით აქ დაიბადა იესო ქრისტე.
თელ ავივი იაფო, ძველი იაფო. ერთერთი უძველესი პორტი ძველი ისრაელიდან. აქ მოდიოდნენ გემებით მლოცველები რომლებიც მიემართებოდნენ იერუსალიმში. იაფო ამჟამად უერთდება ქალაქ თელ ავივს და არის როგორც ერთიანი ქალაქი - თელ ავივ - იაფო. აქედან გაუყვა გზას წინასწარმეტყველი იონა. აქ ნახა ხილვები მოციქულმა პეტრემ და გააცოცხლა ახალ გარდაცვლილი. აქ არის ძველი იაფოს მუზეუმი, მიწისქვეშა არქეოლოგიური მუზეუმი, იაფოს ისტორიული მუზეუმი და ა. შ.
გალილეის ზღვა - ცნობილი როგორც ტიბერიადის ტბა. ძველ და თანამედროვე დროს კი როგორც კინერეთის ტბა, აგრეთვე კიენერეთის ზღვა. მტკნარი ზღვა ჩრდილო-აღმოსავლეთით ისრაელში. ტბის სანაპირო ერთერთი ყველაზე დაბალია მთელს დედამიწაზე. საშუალოდ 213 მეტრაა ზღვის დონიდან დაბლა. ეს ყველაზე დაბალი მტკნარი ტბაა მთელს დედამიწაზე. მაქსიმალური სიღრმე 45 მეტრა, მოიცავს 165 კვადრატულ მეტრს გარშემო. დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს ქალაქი ტვერია. ქალაქი დაარსებულია პირველ საუკუნეში ჩ.წ.ა და დაარქვეს რომის იმპერატორის ტიბერიას პატივსაცემად. ბიბლიაში ბევრგან მოიხსენიება როგორც გალილეის ზღვა, კინერეთის ზღვა, ტიბერიის ზღვა. ახალი აღთქმის თანახმად ზუსტად ამ ზღვაზე თევზაობდნენ ისესოს მოწაფეები.
კაპერნაუმი - ივრითულად ქვარ ნაუმ (ნაუმის სოფელი) - ძველი ქალაქი. ეს არავითარ კავშირში არ არის წინასწარმეტყველ ნაუმთან. ეს სახელწოდების ზუსტი ტარგმანია როგორც შეწყალების სახლი. ქალაქი დაარსებულია დაახლოებით 2500 წლის წინათ. რომაელების მიერ ისრაელის დაპყრობის შემდეგ აქ იდგნენ ლეგიონერების რაზმი. კაპერნაუმში ახალი აღთქმის თანახმად აქ მიდიოდა იესო ქრისტეს ძირითადი სამქადაგებლო საქმიანობა. კაპერნაუმში შეიძინა მოწაფეები - პეტრე, ანდრია, ძმები იოანე და იაკობი ზებედეს შვილები, მათე. მეორე საუკუნეში ჩამოყალიბდა ებრაელთა შესაკრებელი რომლებიც გახდნენ ქრისტიანები. მეხუთე საუკუნისკენ ქალაქში ცხოვრობდა დაახლოებით 1500 ადამიანი, მაგრამ მეშვიდე საუკუნეში, როდესაც შემოესია პარსები და არაბები, ქალაქი დატოვეს როგორც ქრისტიანებმაც და ებრაელებმაც.
მკვდარი ზღვა - იამ ჰამელახ, რაც ნიშნავს მარილიან ზღვას. ზღვა რომელიც იმყოფება იორდანესა და ისრაელს შორის. ზღვის დონიდან მკვდარი ზღვის დონე 427 მეტრა დაბლაა და დაახლოებით 1 მეტრას იკლებს ყოველწლიურად. ამ ტბის სანაპირო ითვლება ყველაზე დაბალ დონედ და ერთერთი ყველაზე მარილიანი ზღვაა მთელს დედამიწაზე. მარილი დაახლოებით აღემატება 340 - 350%. ზღვის სიგრძე არის 67 კილომეტრი, სიგანე 18 კილომეტრი, მაქსიმალური სიღრმე 377 მეტრა.
გოლანის მაღლობი - 1967 წლამდე იყო სირიის კუნეიტრას პროვინციის. 6 დღიანი ომის შემდეგ ისრაელმა დაიბრუნა ეს გოლანის ტერიტორიები. 1981 წელს ისრელის პარლამენტმა დაამტკიცა და მიიღო კანონი გოლანის მაღლობის შესახებ რომ ის არის ისრაელის ტერიტორია. გოლანის მაღლობი წარმოადგენს ვულკანურ მთებს რომლებიც გადაჰყურებს ტიბერიის ზღვას. ყველაზე მაღალი ნაწილი ზღვის დონიდან არის 1000 მეტრა. ისრაელის ტერიტორიაზე გოლანის მაღლობი იკავებს 1150 კვადრატულ მეტრს, სიგრძე 60 კილომეტრს და საშუალო სიგანე 25 კილომეტრი. გოლანის მაღლობზე მრავალი დასასვენებელი ადგილი, წყარო და ჩანჩქერებია. აქ კლიმატი ძალიან ზომიერია. სიმაღლის გამო აქ ძალიან არ ცხელა, სამაგიეროდ ზამთარში ძალიან ცივა.
მინი ისრაელი - მინიატურული პარკი, გაიხსნა 2002 წელს. შედაგენს ისრაელის ასობით შენობებსა და ძეგლებს. მინიატურული გამოფენა შედგება 350 მოდელებისგან, უმრავლესობა შესრულებულია მასშტაბით 1:25. პარკის დამაარსებლები ხელმძღვანელობდნენ დევიზით: უყურეთ - ყველაფერი პატარაა! დიზაინერთა, არქიტექტორთა და მშენებელთა ჯგუფი შედგებოდა 100-ზე მეტი წარმომადგენლებისგან მთელი ისრაელის საზოგადოებიდან, მათ შორის ახალი აემიგრანტი ყოფილი საბჭოთა კავშირიდან.
ნაზარეთი - ქალაქი გალილეაში ისრაელის ჩრდილოეთით. ეს ქალაქი ქრისტიანებისთვის არის მესამე ქალაქი როგორც წმინდა, იერუსალიმისა და ბეთლემის შემდეგ. ახალი აღთქმის მიხედვით აქ გაატარა ისეომ თავისი ბავშვობა და ახალგაზრდობა. ამიტომ უწოდეს იესოს ნაზარეველი. ნაზარეთის ახლოს არის ნაციონალური პარკი საფირი ( ძველი იუდეის ქალაქი ციფორა, მარიას მშობლების სახლი, ჯვაროსნების ციხესიმაგრის ნანგრევები და სხვა არქეოლოგიური ძეგლები). ქალაქიდან დასავლეთ მხარეს არის მთა თაბორი. ( ადგილი იესოს ფერისცვალებისა), ძველი ნაინი, ქვარ კანა ( სოფელი კანა), სადაც იესომ პირველი სასწაული მოახდინა, წყლის ღვინოდ გადაქცევა ქორწილში. ისტორიული ნაზარეთში დასახლებულია ისრაელის არაბები. დააახლოებით 31% არიან არაბი ქრისტიანები და 69% არაბი მუსულმანები. ნაზარეთი ითვლება ისრაელის ქრისტიანულ ქალაქად, და აგრეთვე ერთადერთი ქალაქია სადაც კვირა დღე არის დასვენების დღე.
ხევრონი - უდიდესი ქალაქი სამხრეთ ნაწილში მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროზე, ხევრონის პროვინციის დედაქალაქისა და იუდეის მხარეში. მდებარეობს იერუსალიმიდან სამხრეთით 30 კილომეტრში, სიმაღლე ზღვის დონიდან 927 მეტრა, მოსახლეობა დაახოლებით 166 000 პალესინელი და ებრაულ ისტორიულ კვარტალში და მის ახლოს 800 ებრაელი მცხოვრები დაცვის მიზნით, რადგანაც ქალაქის ნაწილი მდებარეობს ისრაელის ჯარის კონტროლის ქვეშ. ხევრონი გახდა დავით მეფის პირველი დედაქალაქი 950 წელს ჩ.ძ.ა. ხევრონის მთავარი საწმინდარი მახპელა, სადაც დაკრძალულია პირველი პატრიარქები და მათი მეუღლეები: აბრაამი, სარა, ისააკი, რებეკა, იაკობი და ლეა. მათი სავარაუდო საფლავის ადგილი, შემოინახება მეფე ჰეროდეს დროიდან. დღეს ეს შენობა გახსნილია ისე, რომ იქ ტარდება როგორც ებრაელების ასევე მუსულმანების ღმერთისადმი თაყვანისცემა.
ეინ გედი, ბოტანიკური ბაღი. მდებარეობს იუდეის უდაბნოში, თელ-გორენის გორაზე, ნახალ-დავითის ხეობის მახლობლად. 1953 წელს აქ იყო დაარსებული კიბუცი, ხეობის სახელით. ამჟამად მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური სამუშაოები. ძველი ეინ გედი არსებობს დაახლოებით VII საუკუნიდან ჩ.წ.ა. იმდროიდან ქალაქი ცნობილი იყო ვენახის, ლეღვის, ფინიკისა და ღვინის მოსავლით. მაგრამ დიდი სახელი და შემოსავალი მოქონდა ძვირფასს საკმეველსა და შორი ქალაქებიდან შემოტანილ აფარსემონისა და ოფობალზამონის ხისგან დამზადებულ ბალზამს. დამზადების საიდუმლო იცოდნენ მხოლოდ ქალაქის მცხოვრებლებმა. მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ქალაქი განადგურებული იყო დამპყრობლებისგან და კვლავ აღდგენილი რამდენჯერმე. ასე გრძელდებოდა დაახლოებით VI საუკუნემდე, სანამ საბოლოოდ ქალაქი არ განადგურდა მომთაბარე არაბთა ტომების მიერ.
თაბორის მთა - ცალკე მდგომი მთა, რომლის სიმაღლეც არის 588 მეტრა აღმოსავლეთ იზრეელის ტერიტორიაზე, ქვემო გალილეისა და 9 კილომეტრში სამხრეთ-აღმოსავლეთით ნაზარეთიდან. ახალი აღთქმის თანახმად ამ მთაზე იყო იესო ქრისტეს ფერისცვალება. ამ მთაზე მდებარეობს ორი მონასტერი, მართლმადიდებლური და კათოლიკური. ისინი ვარაუდობენ რომ იქ არის აშენებული სადაც ფერისცვალება მოხდა.
კაპერნაუმი - ქვარ ნაუმ (სოფელი ნაუმა). ეს სახელი არაფერ კავშირშია წინასწარმეტყველ ნაუმთან. ეს სახელი ნიშნავს შეწყალების სახლს. ქალაქი დაარსებულაი დაახლოებით 2500 წლის წინ. I საუკუნისკენ ჩ.წ.ა ქალაქი ყვაოდა თავისი ადგილმდებარეობის გამო ჰეროდე ანტიპას სახელმწიფოს საზღვარზე. კაპერნაუმით გადიოდა სავაჭრო გზა ხმელთა შუაზღვისკენ სირიამდე და პატარა აზიამდე. რომაელების მიერ ისრაელის დაპღობის შემდეგ, ქალაქში ლეგიონერების რაზმი იდგა. ახალი აღთქმის თანახმად ამ ქალაქში მიდიოდა იესო ქრისტეს სამქადაგებლო საქმიანობა. მაშინ ქალაქი წარმოადგენდა სათევზაო დასახლებას და საბაჟოს კესარიის მიმართულებით დამასკოში. კაპერნაუმში შეიძინა იესომ მოწაფეები - პეტრე, ადნრია, ზებედეს შვილები იოანე და იაკობი, მათე. V საუკუნისკენ ქალაქში ცხოვრობდა დაახლოებით 1500 ადამიანი, მაგრამ VII საუკუნეში პერსისა და არაბების შემოსევების შემდეგ ქალაქი დატოვეს როგორც ქრისტიანებმა ასევე ებრაელებმა.
მეგიდო - მაღლობი ისრაელის ტერიტორიაზე. ეს ადგილი ცნობილია როგორც ბერძნული სიტყვიდან არმაგედონ. რაც წარმოიშვება ებრაული სიტყვიდან ჰარ მეგიდდო ( მეგიდოს მთა). ძველად მეგიდო იყო მნიშვნელოვანი ქალაქი-სახელმწიფო. ქალაქი დაცულია სახელმწიფოს მიერ როგორც ნაციონალური პარკი. ძველი აღთქმის თანახმად, ზუსტად ამ ადგილას ღმერთმა სასწაულებრივად გადაარჩინა ისრაელი მიდიანელებისგან. კისონის პირას სიკვდილით ივყენ დასჯილნი ბაალის თაყვანისმცემელნი ილია წინასწარმეტყველის მიერ. აქ დაეცა აგრეთვე მეფე იოსია ფარაონ ნეხო II-ის მიერ. ამ მაღლობის არქეოლოგიური კველვები დაიწყო 1903 წელს გერმანელ გოტლიბ შუმახერის მიერ. ამ მაღობის სახელი მეგიდო უკავშირდება ჩვენთვის ცნობილ სიტყვა არმაგედონს.